რეზონანსი
07.07.2023

რამდენიმე დღის წინ ქუთაისში მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის, გიორგი მამისეიშვილის მამა სოციალურ ქსელში სულის შემძვრელ წერილს აქვეყნებს:

,,ჩემო ლამაზო გიო, რატო გამიმეტე მამა, მე თუ არ შეგეცოდე, შენი დედა და ჩემი რამაზიკო რატომ არ შეიცოდე. დღე და ღამე უშენოდ ვერ ვჩერდებოდი, ისე გაგზარდეთ, სულ ფეხებში დაგსდევდი მამა. რამდენი ჩუმად უკან გამოგყოლივარ, ისე, არ გაგიგია. სულ მეშინოდა შენი, ისეთი მოუსვენარი იყავი. რამაზიკოს უფრო არ მეშინოდა. მიტომ გირეკავდი სულ, რად უნდა ამდენი დარეკვაო. მთელი ღამე გირეკე, მამა, არ გამაგონე... რა მეშველება უშენოდ მამა... 

ჩემო შვილო, აწი, რამაზიკოს გულისთვის და შენი სულისთვის უნდა ვიცოცხლო... უშიშარი იყავი, სიკვდილისაც არ გეშინოდა. რატომ ჩამოუგდე შენ რამაზიკოს მხარი. რამაზიკოს შვილი რომ შეეძინება, მერე ორი წელი წავალ საზღვარგარეთო, რატომ არ დაიცადე, რატომ იჩქარე, რა ქენი ეს. ასეთი ძმაკაცობა რა გქონდათ ასე ერთად რომ წადით ყველა... მარა ღმერთს ასეთი ვაჟკაცები უნდა. 

ატირეთ მთელი გეგუთი, ყველა შოკშია. აბა შენ იცი, მე ვერ დაგტოვე ჩემთან, ძმაკაცებთან ერთად წადი, მიხედეთ ერთმანეთს. ამის იმედი მაქვს, აქედან მე მოგხედავ. როცა წამოვალ შენთან, რაფერ დამხვდები, ვნახავ, ჩემო გიო", - წერს კობა მამისეიშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×