|

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ორგანიზებულ 2023 წლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესახებ შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაში. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტები, გასული 9 თვის სტატისტიკური მონაცემები და სამომავლო გეგმები წარადგინა. „მიხეილ სარჯველაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დადებითად შეაფასა ბოლო პერიოდში სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები და მიღწევები. მან, ასევე, ხაზი გაუსვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს ახალი კანონისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ აღნიშნული კანონის იმპლემენტირებისთვის განსახორციელებელი საქმიანობის მნიშვნელობას ამ სფეროს განვითარებისთვის, რაც, მთლიანობაში უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროს განვითარებასა და თანამედროვე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას საქართველოში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, საჯარო უწყებებისა და კერძო ორგანიზაციების, ასევე დიპლომატიური, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|