რეზონანსი
09.10.2023

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ორგანიზებულ 2023 წლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესახებ შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაში. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტები, გასული 9 თვის სტატისტიკური მონაცემები და სამომავლო გეგმები წარადგინა.

„მიხეილ სარჯველაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დადებითად შეაფასა ბოლო პერიოდში სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები და მიღწევები. მან, ასევე, ხაზი გაუსვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს ახალი კანონისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ აღნიშნული კანონის იმპლემენტირებისთვის განსახორციელებელი საქმიანობის მნიშვნელობას ამ სფეროს განვითარებისთვის, რაც, მთლიანობაში უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროს განვითარებასა და თანამედროვე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას საქართველოში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, საჯარო უწყებებისა და კერძო ორგანიზაციების, ასევე დიპლომატიური, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×