რეზონანსი
13.11.2023

„საქართველოში15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა 3 მლნ-ზე ქვემოთ რჩება, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს სამუშაო ძალის სტაბილურობის შესახებ,“ - PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, შრომის ბაზრის მაჩვენებლები ნელი ტემპით უმჯობესდება.

„2023 წლის მე-2 კვარტალში, 2022 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით,სამუშაო ძალა 2.8%-ით გაიზარდა, ხოლო სამუშაო ძალის გარეთ მოსახლეობა 3.7%-ით შემცირდა.

საქართველოში15 წელზე უფროსი ასაკის მთლიანი მოსახლეობა 3 მილიონზე ქვემოთ რჩება (15+ ასაკის მოსახლეობის რაოდენობა ამ ნიშნულს პირველად 2022 წელს ჩამოსცდა), რაც კითხვის ნიშნებს ბადებს მომავალში სამუშაო ძალის სტაბილურობის შესახებ.

BAG ინდექსის მიხედვით, კომპანიათა 35%-მა 2023 წლის მესამე კვარტალში გაზარდა თანამშრომლების ხელფასები, რაც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს სპეციალისტებისა და სამუშაო ძალის ნაკლებობასთან.

აღსანიშნავია, სებ-ის თანახმად, ბოლო პერიოდში კომპანიებმა ხელფასები გაზარდეს მათი მოგების ზრდის ტემპის შემცირების ხარჯზე. შესაბამისად, დიდი ალბათობით, საქართველოში ხელფასი-ფასის სპირალის განვითარებას ადგილი არ აქვს,“ - ნათქვამია კვლევაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×