რეზონანსი
19.01.2024

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე გუდაურის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფრომაციას ეხმაურება:

,,ვიცი ბევრი ვერ გაიზიარებს ამ მოსაზრებას. ბევრიც საერთოდ ვერ მიხვდება რას ვამბობ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა.

ძალიან კარგი თუ ხაჭაპური 45 ლარი ღირს გუდაურში.

ევროპის ბევრ ქვეყანაში პიცა 18-20 ევრო ღირს. 45 ლარი კი 15 ევროს ნიშნავს. ასე რომ, რას იტყვიან უცხოელები, მოგვეჭრა თავი, ეს ასე არ არის. რაც შეეხება საწყალ ქართველებს, უკაცრავად, მაგრამ “საწყალი” არავინ ისვენებს სეზონზე გუდაურში.

დიახ 45 ლარი უნდა ღირდეს და გამდიდრდნენ ადგილობრივი მცხოვრებლებიც უხცოელების ხარჯზე.

და ვინც მაინც ღელავთ ასე ძვირ ხაჭაპურზე, თქვენ აიტანეთ ყველი ზღვის დონიდან 2 100 მეტრზე, მინუს 10 ყინვაში და დაუგდეთ ფასები", - დაწერა ლიკლიკაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×