
ჩოხატაურში 2 წლის ბავშვი დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაციას "ემიგრანტების იმედი" შოთო სიხარულიძე ავრცელებს:
„გლოვობს ჩემი ჩოხატაური... გარდაიცვალა 2 წლის გაბრიელ კეკელიძე... გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლადშესვენებული გაბო. ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს...
როგორ იტანჯე, მშვიდად განისვენე, უკვე უფალთან ხარ... მისი სული ავიდა ანგელოზთა დასში. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი
ვუსამძიმრებ ოჯახს ამ უმძიმეს ტრაგედიას, არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის რა დავწერო... ნეტა ეს ყველაფერი არ გამეგო, შოკირებული ვარ...
არ ვიცი რას ამბობენ ასეთ დროს თუ კი შეიძლება რამე ითქვას საერთოდ...
ენით აუწერელ ტკივილის განიცდის ოჯახი...“, - წერს შოთო სიხარულიძე.
გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი ერთი თვე მკურნალობდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე