
უკვე სამი დღეა რაც თურქული მედია ცნობილი თურქი მსახიობის ბურჩუ ბინიჩის შესახებ წერს. ცოტა ხნის წინ, ბურჩუ 7-თვიანი ქორწინების შემდეგ, ქმარს დაშორდა და ეს ამბავი ყვითელი პრესის განხილვის მთავარი თემა იყო.
თუმცა მხოლოდ ეს არ არის - მსახიობმა ამჯერად სულ სხვა ამბით მიიპყრო მედიისა და თაყვანისმცემლების ყურადღება. ჟურნალისტებთან საუბრისას გამოაცხადა, რომ "დნმ-ის ტესტი გაიკეთა და 100%-ით ქართველი და ლაზი აღმოჩნდა."
ბინიჩი ამბობს, რომ განქორწინების შემდეგ გადაწყვიტა, რომ დნმ-ის ტესტი ჩაეტარებინა და შედეგი მისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა.
"ჩემი ფესვები 100 პროცენტით ქართული და ლაზურია... მე 100%-ით ქართველი ვარ," - ამბობს მედიასთან ბურჩუ.
"ჩემი ფესვები კავკასიიდან მოდის. მეგონა, რომ ჩემი ფესვები რიზედან იყო, მაგრამ როცა დნმ-ის ტესტი გავიკეთე, გაკვირვებული დავრჩი, როდესაც გავიგე საიდან მოდის ჩემი ფესვები", - განაცხადა მან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე