
ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე უცნაური შენთხვევის შესახებ წერს:
„თეატრის წინ დილის ხუთ საათზე ახალგაზრდა ბიჭმა გვაგინა ყველას. აბსოლუტურად ყველას, მთელ დედამიწას.
დაიწყო ქუთაისით, მერე თბილისი, მერე მთელი ქვეყნის ყველა ქალაქი და რაიონი თავის სოფლებიანათო. მერე რუსეთს აგინა, მერე თურქეთს, მერე ამერიკას, ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, შავი ზღვის აუზის ქვეყნებს, ბისეკისა და ტრასეკის ქვეყნებს, აბრეშუმის გზას, ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს, აზიის განვითარების ბანკს, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს, სუამის სამიტის მონაწილეებს, უეფას, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, კუკურელიას ცალკე აგინა. ბოლოს ამოუვიდათ ყელში იქვე მდგომ ტაქსისტებს და კაი, კაი გეყოფაო- მიაძახეს. „არ მეყოფა თქვენი დედაც მოვ@@ანო“- შეჰყვირა ღამე ნათევ ტაქსისტებს და ამასობაში კიდეც გათენდა ჩვენს პატარა ქალაქში.
საერთოდ, არ მიკვირს გაბრიაძე რატო წერდა ასე საკაიფოდ ქუთაისზე თავის მოთხობებში. საერთოდ არ მიკვირს. საინტერესო პერსონაჟების ამოუწურავი მადანი ხარ ქუთაისო!”
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე