
ძალიან დიდხანს ველოდებოდით, მინდოდა შვილი, წლებია, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემთვის არ შეიძლებოდა ბავშვის გაჩენა, ახლა ყოველ დღე ვუხდი მადლობას ღმერთს, რომ ბოლოსდაბოლოს, მე მეორეჯერ გავხდები დედა.
როგორც ნინო თოლორდავამ გადაცემაში "სთორი" განაცხადა, ტელეწამყვანის ოჯახში სიახლეა. ნინო და მისი მეუღლე შვილს ელოდებიან. ბავშვი სუროგაციის მეთოდით გაჩნდება.
ტელეწამყვანს ერთი შვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავს - ამიკო 24 წლისაა, როგორც თვითონ ამბობს, ორი შვილი ჰყავს მის მეუღლეს, გიორგის, ახლა კი მათი პირველი საერთო შვილიც დაიბადება.
"ჩვენს ცხოვრებაში სიახლეა, ძალიან დიდ ბედნიერებას ველოდები, სულ რამდენიმე დღეში კიდევ ერთხელ გავხდები დედა.
ჩემი უფროსი შვილი დღეს გახდა 24 წლის და კიდევ ვხდები დედა, არ ვიცი, როგორ გავიარე მთელი ეს რვა თვე.
ამიკო რომ იყო 6-7 წლის, იქიდან მოყოლებული მინდა სულ შვილი. სულ იმედგაცრუება მქონდა. განსაკუთრებით ბოლო 6-7 წელია, არ ვიცი, როგორი ყოველდღიური მოლოდინი მქონდა, იქნებ ახლა, იქნებ, ამ თვეში... მაგრამ არ დგებოდა ეს დღე, საჭირო იყო სამედიცინო ჩარევა. მადლობა ღმერთს, რომ ახლა შესაძლებელი გახდა", - ამბობს ნინო თოლორდავა.]

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე