რეზონანსი
21.07.2024

რინატ დასაევმა გიორგი მამარდაშვილის თამაშს მაღალი შეფასება მისცა. როგორც ცნობილია, ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიის მეკარემ 3 ტურში კარები 3,6 გოლისაგან იხსნა - ეს კი 21-ე საუკუნის ევროპის ჩემპიონატების ჯგუფური ეტაპის რეკორდია.

ჯგუფური ეტაპის 3 მატჩში მამარდაშვილმა 21 სეივი შეასრულა და გაიმეორა ლატვიელი ალექსანდრე კოლინკოს რეკორდი, რომელიც მან 2004 წელს ევრო ჯგუფური ეტაპის სამ თამაშში დაამყარა. მთლიანობაში ქართველმა მეკარემ მთელი ტურნირის განმავლობაში 30 სეივი შეასრულა.

სსრკ ნაკრების ყოფილმა მეკარე რინატ დასაევმა კითხვას, არის თუ არა მამარდაშვილი ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე, ასე უპასუხა:

”ძნელი სათქმელია, არის თუ არა ის ყველაზე ძვირი ამჟამად. ჯანლუიჯი დონარუმა ცუდია? მანაც კარგად ითამაშა, ისევე როგორც მამარდაშვილმა.

თუ გიორგი ნორმალურად ივარჯიშებს და ყველაფერი კარგად იქნება, ის შეიძლება გაიზარდოს კასილასის, ვან დერ სარისა და ნოიერის დონეზე, ნიჭი მას ნამდვილად აქვს“, - ამბობს დასაევი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×