
ზუსტად 14 წლის წინ, 2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში „ჯიპი“, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, ხრამში გადაიჩეხა. ავარიას პოეტ გელა დაიაურის მეუღლის, მუსიკოს თეონა ქუმსიაშვილის და წყვილის ორი ვაჟის, დემეტრესა და ჯარჯის, დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბულის ოჯახის და გელა დაიაურის ცოლის, სულ 7 მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დღეს გელა დაიაური ამ პოსტ აქვეყნწბს:
„საძულველი 22/07-2010 .. თქვენობის 14 ტკივილიანი, სევდიანი და სიცარიელის წელიწადი.... გაცხოვნოთ უფალმა....“

წლის დასაწყისში პოეტიმა დაბადების დღე დაღუპულ მეუღლე მიულოცა. თეონა ქუმსიაშვილს, რომელიც შვილებთან ერთად ავარიის შედეგად დაიღუპა, 40 წელი შეუსრულდებოდა.
„ერთი სურვილი მაქვს, არცერთ ადამიანს არ გამოაცდევინოს ის ტკივილი, რასაც ვგრძნობ უთქვენოდ. სულის ერთი ნახევარი სამუდამოდ ჩაღამდა და ჩაშავდა. ვეღარაფერი გაანათებს და გაასხივოსნებს ამ ნაწილს…. მხოლოდ სიზმარში ვარ სრულყოფილად ბედნიერი…. დაბადების დღეს გილოცავ, კუნწულიკო…. ღვთისმშობლის კალთა გფარავდეთ… ჩემო ჩასულო მზეებო ,“ – დაწერა მაშინ გელა დაიაურმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე