რეზონანსი
17.08.2024

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე.

როგორც სკოლის ადმინისტრაციაში რადიო „ფორტუნას“ განუცხადეს, ბავშვი ინდოეთში, კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, სადაც მისთვის გულის გადანერგვის ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ.

სამძიმრის წერილში სკოლა აღნიშნავს, რომ უდიდესი ტკივილია ყველასთვის გიორგის გარდაცვალება.

„ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე… მშვიდად განისვენოს სულმან მისმან იქ, სადაც მართალნი განისვენებენ…“ – წერს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა.

8 წლის გიორგი დოლიძის გადასარჩენად ფეისბუკ ჯგუფი იყო შექმნილი, სადაც არაერთი ადამიანი გაერთიანდა. სწორედ ამ ადამიანების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ინდოეთში გასამგზავრებლად თანხის მობილიზება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×