
66 წლის ჰირომი როლინი, ალენ დელონის კომპანიონი და მისი მომვლელი, მსახიობის შვილებმა, ივლისში, ალენის სახლიდან გაუშვეს. უფრო სწორად გამოაგდეს. ასე წერენ სხვადასხვა ტაბლოიდები. დელონის შვილები მას „დაუცველი ადამიანის ექსპლუატაციასა და ცხოველების შეურაცხყოფაში“ ადანაშაულებდნენ. მსახიობი სასამართლო დაცვის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა მან გამომძიებლებს განუცხადა, რომ ამ იაპონელ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც 33 წელია გრძელდებოდა. ის როლინთან დაკავშირებით "სიყვარულის ფორმებზე" საუბრობდა, მასთან ურთიერთობის აღმასვლასა და დაღმასვლაზე. ჯერ იყო პროფესიული კავშირი, შემდეგ ინტიმური, შემდეგ კი...
ჰირომი როლინმა ალენ დელონი 1992 წელს, ფილმის - "კაზანოვას დაბრუნების" გადაღებების დროს გაიცნო, როდესაც ჰირომი რეჟისორის მეორე ასისტენტი იყო. სხვადასხვა დროს ის ასრულებდა სხვადასხვა მოვალეობებს, როგორც ასისტენტის, ასევე - ვიზაჟისტის.
ფრანგული ტაბლოიდების ცნობით, როლინი დელონის ოჯახის სამსახურში დაახლოებით 30 წელი იყო, სანამ ის 2019 წელს, სამუდამოდ არ გადავიდა მსახიობის სახლში. იმ წელს დელონის ცხოვრება რთულად წავიდა - ჯერ ინსულტით, რომელიც სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას მოითხოვდა, შემდეგ კი მცირე ცერებრალური სისხლჩაქცევით. ინსულტმა აიძულა ფრანგი მსახიობი თვითმკვლელობის ხელშემწყობ შესაძლებლობაზე დაფიქრებულიყო, როგორც ეს მისმა შვილმა ენტონიმ რამდენჯერმე თქვა.
თავად მსახიობმა დაადასტურა როლინთან ცხოვრება. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან ის მოიხსენია, როგორც "იაპონელი თანამგზავრი" და არა მომვლელი, როგორც მას დღემდე ეძახიან მისი შვილები.
ჰირომი როლინმა Chi-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჰყვება, თუ როგორ წაართვეს ალენ დელონის შვილებმა მსახიობის ნახვის უფლება, რამაც სამუდამოდ შეცვალა მათი ცხოვრება.
დელონების მიერ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შემდეგ, როლინმა შეიტანა საჩივარი ძალადობის, ქურდობისა და ცილისწამებისთვის, რადგან "დელონის შვილების კლანი" მას „კომპანიონად“ მოიხსენიებდა. სახლიდან უამრავი პირადი ნივთიც გაქრა.
2019 წელს, მას შემდეგ, რაც ალენმა ინსულტი გადაიტანა და გამოჯანმრთელდა, მან საჯაროდ მადლობა გადაუხადა ჰირომს და ის "ჩემ თანამგზავრად" მოიხსენია. ქალმა განმარტა: "ის გადაიყვანეს პარიზში, სენტ-ანას საავადმყოფოში, შემდეგ კი ოპერაცია La Salpêtrière-ში გაუკეთეს. მე ვერ ვნახე. ექიმმა დამიბლოკა წვდომა იმ საბაბით, რომ ოჯახის წევრი არ ვიყავი. გაოგნებული ვიყავი. "შენ არ ხარ მისი კომპანიონი, შენ ზრუნავ ძაღლებზე და სახლზეო. არადა, მე ვიყავი ერთადერთი, ვინც ალენ დელონზე ზრუნავდა. ნარკოზიდან რომ გამოვიდა, მოვუკითხივარ და მის გვერდით უნდოდა ვყოფილიყავი...
მარტო ვზრუნავდი მასზე, სრული განაკვეთით. 5 ივლისამდე ნორმალურად ცხოვრობდა. 2019 წლიდან ჩვენ ერთად აღარ გვეძინა...
მას უყვარდა ჩემი კერძები, ვცდილობდი მისი საყვარელი სადილების მომზადებას. თუ შვილები ფიქრობდნენ, რომ მათ მამას ცუდად ეპყრობოდნენ, რატომ არ მივიდნენ მასთან საპატრონოდ? ენტონი თითქმის არ მოდიოდა, ხანდახან გამოჩნდებოდა და მამას სურათებს უღებდა, რომ ინსტაგრამზე გამოექვეყნებინა. ალენმა ვერ მოითმინა, სთხოვა დარჩენა. ანუშკა ჟენევიდან ჩამოვიდა, რამდენიმე საათი გაატარა მამასთან და წავიდა. როდესაც ალენმა ინსულტი მიიღო, მითხრა: "სიკვდილამდე ცოლად შეგირთავო".
დღეს ჰირომი როლინი თავის პატარა სახლში ცხოვრობს...
პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე