რეზონანსი
22.08.2024

ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოხდა, ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. აგა რამდენიმე დღის განმავლობაში სიცოცხლისთვის იბრძოდა, მას სისხლიც გადაუსხეს, თუმცა ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. გარდაცვლილ ახალგაზრდას სოციალურ ქსელში მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან.

„გეზ მოტორსის დიღმის ფილიალში სტუმრობისას აუცილებლად დაგხვდებოდათ მოღიმარი ბიჭი, უზადო სიკეთის და ადამიანობის მქონე, რომელიც თავს აუცილებლად დაგამახსოვრებდათ პროფესიონალიზმითა და ყურადღებით. სამწუხაროდ გაგას, კეთილმა გულმა ვეღარ გაუძლო და დაგვტოვა, მძიმე ავარიის შემდეგ, როგორც გაგას სჩვეოდა ბოლომდე იბრძოლა. მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, "გეზ მოტორსის" თითოეული თანამშრომლისთვის უდიდესი ტკივილიანი დღე დადგა, სამწუხაროდ ღიმილიანი გაგა აღარ გვყავს“, - ვკითხულობთ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.

„დღეს ჩვენ დავკარგეთ კარგი მეგობარი. ოჯახმა დაკარგა კარგი შვილი. კომპანიამ დაკარგა საუკეთესო თანამშრომელი. ავტოსფერომ დაკარგა კიდევ ერთი პროფესიონალი. გაგა, ძალიან მეცოდები მეგობარო, ძალიან...“, - წერს ლევან მიქაძე.

დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×