
"წლის კი არა საუკუნის ქორწილი" - ასე შეფასდა ქუთაისში, ცნობილი ექიმის მერაბ კვიცარიძის ვაჟის - გიორგი კვიცარიძის და თინა მერკვილაძის ქორწილი, რომელსაც 520 სტუმარი დაესწრო. თინა მერკვილაძენ "ამბებს" თავად უამბო, თუ როგორ ჩაიარა მისმა ოცნების ქორწილმა...
"ქორწილი გადაწყდა ტრადიციულითაც და თანამედროვე ელემენტებითაც. ჯვრისწერის ცერემონიიდან, ჩოხებში ჩაცმული მამებიდან, გოგოს სახლიდან გამოყვანიდან ხელისმოწერამდე და რესტორნამდე დასრულებული. დიზაინიც დიზაინერთან ერთად ავაწყვეთ. ორივეს გვიყვარს ჰარი პოტერი და ჰოგვარდში დაკიდებული სანთლები ჩვენი ინსპირაცია იყო. ძირითადი იყო სანთლები და თეთრი ვარდები. განსაკუთრებული გამოხმაურება მოყვა მეჯვარეების კაბების ფერს. ჩემი მოთხოვნა იყო ჩაეცვათ მხოლოდ თეთრები, ულამაზესები არიან და სამივენი ერთ ფერში უზომოდ ეფექტურები ვიყავით, თან ტრადიციული ვარდისფერი, ცისფერი ფერი არასდროს მომწონდა.
ფურორი საბოლოო ჯამში სტუმრების რაოდენობამაც გამოიწვია, 520 კაცი 11 სხვადასხვა ქვეყნიდან, ისრაელიდან დაწყებული ამერიკით დასრულებული. მოლოცვა მივიღეთ იერუსალიმის პატრიარქისგან, ჩამოგვივიდა მისი ხელნაწერი და ხატი, ჯვრისწერის სანთლებიც ისრაელიდან ჩამოგვიტანეს. ყველამ ერთად ვისიამოვნეთ და იყო საბოლოო ჯამში ძალიან კარგი გამოვიდა.
საბოლოო ჯამში ყველას ჩართვით გამოვიდა ისეთი, როგორიც გამოვიდა. ყოველგვარი ექსცესების გარეშე, 520 -კაციანი ქორწილი ბედნიერად დასრულდა, იმედი მაქვს, ყველა კმაყოფილო წავიდა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ..."
თამარ გველესიანი, ერთ-ერთი სტუმარი და ოჯახის ახლობელი:
"1 000 000 ვარდი და 10 000 სანთელი... ზღაპრული საღამო და მშვენიერი საზოგადოება... სტუმრები 11 სახელმწიფოდან და სრულიად საქართველოდან... უამრავი საჩუქარი მთელი მსოფლიოდან და არა მარტო.... საოცრად თბილი, სიყვარულით და დადებითი ემოციებით სავსე ქორწილი.... ქართული სტუმართმოყვარეობით და კაზმული სიტყვით გამორჩეული დღე, სადაც ყველა იყო ბედნიერი და თანაზიარი, კვიცარიძეებისა და მერკვილაძეების დიდი ბედნიერებისა...
სიმართლე გითხრათ, ველოდი ასეთ ქორწილს... კარგად ვიცნობ ჩემი ძმის მერაბ კვიცარიძის და მისი მშვენიერი ოჯახის გემოვნებას, ტრადიციებს და იმიტომ... თუმცა, მოლოდინს გადააჭარბა, საკმაოდ ხალხმრავალი ქორწილის მოწესრიგებულობამ, კარგმა გართობამ და განწყობამ".
ambebi.ge
სტატიაში გამოყენებულია რესტორან "ასტორიას" და flowers Lovers-ის ფოტოები


სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე