რეზონანსი
11.09.2024

ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლი 21 წლის ასაკ­ში იქცა მარ­ტო­ხე­ლად დე­დად. მალე იგი ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და და შვილის და­ტო­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­უ­წია.  წლე­ბის შემ­დეგ ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ამე­რი­კა­ში წა­იყ­ვა­ნა და თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რო­დე­საც ერთ დღეს ირაკ­ლიმ დე­დის გა­უფრ­თხი­ლებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა.

ცის­ნა­მი ამ­ბობს, რომ მი­უ­ხე­და­ვად ზრუნ­ვი­სა, მასა და შვილს შო­რის აღ­მარ­თუ­ლი კე­დე­ლი ვერ და­ან­გრია. ახლა კი შვილს დაბ­რუ­ნე­ბას სთხოვს... რთუ­ლია მისი სა­უ­ბა­რი ემო­ცი­ის გა­რე­შე მო­ის­მი­ნო, დე­დის, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ნა­ი­რი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად შვი­ლი მა­ინც ვერ და­იბ­რუ­ნა, თუმ­ცა იმედს მა­ინც არ კარ­გავს.

„ჩემ­მა ერ­თა­დერ­თმა სის­ხლმა და ხორ­ცმა, ჩემ­მა შვილ­მა გა­და­წყვი­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბა. ახლა იქ მინ­და ვცა­დო ბე­დიო. ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას აკა­დე­მი­ა­ში უნდა დაბ­რუ­ნე­ბა და იქი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში თა­მა­ში. ამე­რი­კა­ში მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­აა კა­ლათ­ბურთში, ოთხი წელი ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თო აქ, რთუ­ლი­აო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და წა­ვი­და. მე და ჩემი მე­უღ­ლე არ ვე­თან­ხმე­ბო­დით, ასე ად­ვი­ლად აქ არა­ფე­რი მი­იღ­წე­ვა, დროა, სა­ჭი­რო და ბევ­რი შრო­მა. მა­მა­მის­მა, რო­მე­ლიც ასე­ვე ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს ჩუ­მად უყი­და ბი­ლე­თი და თბი­ლის­ში გა­უშ­ვა. ისე წა­ვი­და რომ არ და­მემ­შვი­დო­ბა. ჩუ­მად გა­ი­პა­რა. თუ ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტივს არ სცემ, ხელს მა­ინც ნუ შე­მიშ­ლიო. ზუს­ტად ვიცი, რომ 16 წლის ბავ­შვი ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მარ­ტო ვერ მი­ი­ღებ­დი და მა­მის ზე­გავ­ლე­ნის ქვე­შაა მოქ­ცე­უ­ლი.

წა­ვი­და და მის შემ­დეგ გუ­ლის ტკი­ვი­ლე­ბი მაქვს. ისე ცუ­დად ვარ, რომ მე­ში­ნია გული არ გა­მის­კდეს და გულ­მოკ­ლუ­ლი, გულ­ნატ­კე­ნი არ წა­ვი­დე ამ ქვეყ­ნი­დან. სე­რი­ო­ზუ­ლად ვამ­ბობ ამას. ღა­მე­ე­ბი არ მძი­ნავს. ირაკ­ლის ოთახ­ში ალექ­სან­დრეს გა­რე­შე ვე­ღარ შევ­დი­ვარ, იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რია ჩემ­თვის. ხმა­მაღ­ლა ვტი­რი და ვე­ძა­ხი: “ირაკ­ლი, ირაკ­ლი, სადა ხარ შვი­ლო? რა­ტომ დამ­ტო­ვე? რა­ტომ წახ­ვე­დი? ჩემ­თვის სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სია, რომ ირაკ­ლი ჩემს გვერ­დით აღარ არის. მიყ­ვარ­ხარ შვი­ლო. მალე დაბ­რუნ­დი დე­დას­თან, გე­მუ­და­რე­ბი.

დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან ვხე­დავ, რომ რაც არ უნდა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი იყოს ადა­მი­ა­ნი, შვი­ლი არ უნდა და­ტო­ვოს და ემიგ­რა­ცი­ა­ში არ უნდა წა­ვი­დეს. ამ დროს შვი­ლებს ისე ჩუ­მად ვკარ­გავთ, რომ ვერც ვი­გებთ. გა­და­სუ­ლი ვართ ფუ­ლის შოვ­ნა­სა და დაგ­რო­ვე­ბა­ზე და ამ დროს გვა­ვი­წყდე­ბა ჩვენს შვი­ლებს რო­გორ ვჭირ­დე­ბით. ფე­რა­დი ტან­საც­მლი­სა და “აი­ფო­ნე­ბის” მა­გი­ერ დე­დის ალერ­სი და სით­ბო სჭირ­დე­ბათ. ვე­რა­ნა­ი­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ნივ­თი და ფუ­ფუ­ნე­ბა ვერ ამო­ავ­სებს იმ და­ნაკ­ლისს რა­საც დე­დის არ ყოფ­ნით გა­ნიც­დი­ან. ამას ვერ გვპა­ტი­ო­ბენ და და­აქვთ თა­ვი­ა­ან­თი პა­ტა­რა გუ­ლე­ბით ამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლი და და­ნაკ­ლი­სი. შემ­დეგ ერთ ბი­ნას იყი­დის, მერე მე­ო­რე ბი­ნის ყიდ­ვა უნდა, ბიზ­ნე­სის აწყო­ბა, დაბ­რუ­ნე­ბა­ზე აღარ ფიქ­რობს და უფრო და უფრო მეტი უნ­დე­ბა. ამა­სო­ბა­ში კი ვკარ­გავთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვანს, შვი­ლებს. არ და­ტო­ვოთ შვი­ლე­ბი და ემიგ­რა­ცი­ა­ში არ წახ­ვი­დეთ. ეს ჩემი რჩე­ვაა. ვინც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ხომ კარ­გი.

მშობ­ლე­ბო, არ უთხრათ ცუდი თქვენს შვილს მე­ო­რე მშო­ბელ­ზე. ამით მხო­ლოდ ბავ­შვის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას გა­მო­იწ­ვევთ. მე ვცდი­ლობ­დი ჩემი სი­მარ­თლე და­ე­ნა­ხა, მაგ­რამ ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო ამის­თვის. ეგ ვერ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე. ამა­ზე ვჩხუ­ბობ­დით ხოლ­მე. ვინც გა­ზარ­და მათი სი­მარ­თლის სჯე­რო­და. ანუ ვი­თომ მე დავ­ტო­ვე მა­მა­მი­სი და კაი ცხოვ­რე­ბის სა­შოვ­ნე­ლად წა­ვე­დი ემიგ­რა­ცი­ა­ში. შარ­შან “ია ფა­რუ­ლა­ვას” შო­უ­ში მამა და ბე­ბია რომ სა­ჯა­როდ გა­ვუ­ლან­ძღე ეგ ვერ მა­პა­ტია.

ირაკ­ლი ჩემ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, ბე­ბი­აა მის­თვის დედა და მე არა­ვინ. გა­უ­ცხო­ვე­ბა ეგ­რე­ვე იგ­რძნო­ბა. ჩვენს შო­რის დიდი კე­დე­ლი იყო აღ­მარ­თუ­ლი. ვცა­დე და ვერ და­ვან­გრიე. ჩემს შვილს ჩემი არ ეს­მო­და, მე მისი. რა­ღა­ცას ვე­ტყო­დი და შენი გაზ­რდი­ლი არა ვარო. ეგ სი­ტყვე­ბი, რო­გორც დანა გა­მი­ყა­რონ გულ­ში ისე მხვდე­ბო­და. ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია, უზო­მოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, წე­სი­ე­რი, კულ­ტუ­რუ­ლი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, ლა­მა­ზი, მაგ­რამ ჩვენ ერ­თმა­ნე­თის არ გვეს­მის. ვწუხ­ვარ რომ ჩემს შვილს ჩემი არ ეს­მის. თან ახლა ისე­თი ასა­კი აქვს, დედა მტე­რი ჰგო­ნია და და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა მოყ­ვა­რე. იმე­დია მალე შე­იც­ვლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი და ირაკ­ლი გონს მო­ე­გე­ბა. მე ვცდი­ლობ­დი კარ­გი დედა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. უბ­რა­ლოდ ისიც კი არ ვი­ცო­დი რო­გო­რი დედა უნ­დო­და მას. ძა­ლი­ან ძნე­ლია როცა სხვის ყა­ი­და­ზე გაზ­რდი­ლი შვი­ლი, შენს ყა­ი­და­ზე ვე­ღარ გა­დაგ­ყავს. ის შენი აღა­რაა.

ირაკ­ლი ავ­ჭა­ლა­შია მა­მა­მი­სის მშობ­ლებ­თან. არ მე­კონ­ტაქ­ტე­ბა, გაბ­რა­ზე­ბუ­ლია ჩემ­ზე, თუ რა­ტომ ვარ ის­ტე­რი­კა­ში და რა­ტომ ვერ ვუ­გებ მას. მე ყო­ველ დღე ვწერ და ვხე­დავ რო­გორ ნა­ხუ­ლობს და არ მპა­სუ­ხობს. რამ­დენ­ჯე­რაც არ მპა­სუ­ხობს, იმ­დენ­ჯერ დანა მერ­ჭო­ბა გულ­ში!" - უთხრა "ამბებს" ცისნამი საყვარლიშვილმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×