
ტელეწამყვანმა სალომე ღვინიაშვილმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა და სადაც დაადასტურა, რომ გადაცემა "პრაიმშოუ" დატოვა. როგორც მან თქვა, პირადი გეგმები აქვს, რომელიც არც ტელევიზიას უკავშირდება და არც პოლიტიკას:
“ბევრი შეტყობინება მომდის თუ რატომ დავტოვე “პრაიმშოუ” და ბევრი ვერსია მხვდება ამასთან დაკავშირებით.ზოგმა სხვა არხზე გამიშვა, ზოგმა პოლიტიკაში. "პრაიმშოუსთან" ერთად თითქმის 8 საინტერესო წელი გავატარე, ახლა კი სხვა პირადი გეგმები მაქვს, რომელიც არც ტელევიზიას უკავშირდება და მით უმეტეს არც პოლიტიკას”, – წერს ღვინიაშვილი.
მანამდე, სალომემ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც გადაცემის გუნდს მადლობა გადაუხადა.
"ნოეს დიდი მადლობა, იმისთვის, რომ ვიყავი პრაიმშოუს ნაწილი, ბევრი ბედნიერი და საინტერესო დღე შემიძლია გავიხსენო თქვენთან ერთად, დიდი მადლობა ნოეს ამ გამოცდილებისთვის.
ასევე ჩემს თანაწამყვანებს მადლობა, ბედნიერი ვარ, რომ თქვენი სახით მყავს ძალიან კარგი მეგობრები ჩემს ცხოვრებაში, ძალიან მენატრებით და ძალიან მიყვარხართ" - აღნიშნა ტელეწამყვანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე