რეზონანსი
12.09.2024

პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია (პეტ­რე კოლ­ხი) რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­პატ­რი­არ­ქომ და­სა­ჯა და მღვდელმსა­ხუ­რე­ბა შე­უ­ჩე­რა. მისი სა­კი­თხი 13 თე­ბერ­ვლის კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე იქნა გან­ხი­ლუ­ლი.

გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლო­ბით, მცხე­თა-თბი­ლი­სის ეპარ­ქი­ის მღვდელმსა­ხუ­რი, დე­კა­ნოზ პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია, მღვდლის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ქმე­დე­ბე­ბი­სა და გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის გამო სამ­გზის იყო და­ბა­რე­ბუ­ლი კო­მი­სი­ა­ზე, მაგ­რამ არ გა­მო­ცხად­და არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზით, - უცხო­ეთ­ში ყოფ­ნის გამო, რა­ზეც მას, გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კურ­თხე­ვა არ ჰქონ­და აღე­ბუ­ლი.

მა­შინ კოლ­ხი ამ­ბობ­და, ჰქონდდა სია, ვინც გა­მუდ­მე­ბით შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს მას და აპი­რებს, ეს სია ე.წ. ზნე­ობ­რივ კო­მი­სი­ას გა­დას­ცეს.

ხმა­უ­რი­სა და აჟი­ო­ტა­ჟის შემ­დეგ პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლი­ამ პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ ნი­კო­ლოზ ხა­ჩი­ძეს მის­ცა, გა­და­ცე­მა­ში "ნი­კო­ლო­ზის კი­თხვე­ბი" ის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა­ზეც სა­უბ­რობს, რო­მელ­საც ებ­რძვის. ასე­ვე ამ­ბობს, რომ ბოლო დროს მის მი­მართ იყო სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­ქა­რე­ბი მათ შო­რის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მხრი­დან და ლიკ­ვი­და­ცი­ი­თაც კი ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

"ოპე­რა­ცია დამ­ჭირ­და, ამას პირ­ვე­ლად ვამ­ბობ შენ­თან. 20 დღის წინ გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი, ფეხ­ზე ვერ ვდგე­ბო­დი, ვქვავ­დე­ბი ხში­რად, არა­ფე­რი მეს­მის. ვემ­ზა­დე­ბი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის­თვის. გა­და­ვი­პარ­სე თავი" - თქვა კვა­რა­ცხე­ლი­ამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×