რეზონანსი
13.09.2024

სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის სა­მე­დი­ცი­ნო გუნ­დის წევ­რი, ძა­ლოს­ნო­ბის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ექი­მი რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გი - გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი ლაშა ტა­ლა­ხა­ძის გარ­შე­მო ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც ბოლო დროს ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას უკავ­შირ­დე­ბა.

"რამ­დე­ნი­მე დღეა თავს ვი­კა­ვებ, მაგ­რამ, ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნი გა­და­ვი­და "და­უკ­რე­ფავ­ში", ვინც წე­სით მე პა­ტივს მცემს და მით­ვა­ლის­წი­ნებს.... აღ­ვნიშ­ნავ, რომ ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნი გე­ზი­ზღე­ბო­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო... არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ის ოპო­ზი­ცი­ნო­ე­რია, პარ­ტი­უ­ლია თუ ვი­ნაა...

სწო­რედ ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე მოგ­მარ­თოთ ჩემს ფბ მე­გობ­რებს, ვის პოს­ტებ­საც უშუ­ა­ლოდ მე ვხე­დავ... არ მინ­და სა­თი­თა­ოდ შე­მო­ვი­დე სა­უ­ბარ­ში ან სა­ჯა­რო კა­მათ­ში და გა­წყე­ნი­ნოთ... ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად იცით, რას ნიშ­ნავს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ლაშა ტა­ლა­ხა­ძე! არ და­ვი­წყებ არა­ნა­ირ და­მა­ტე­ბით ახ­სნას...

სწო­რედ ამი­ტომ, ყვე­ლა­ნა­ირ კრი­ტი­კას თუ გუ­ლის­ტკი­ვილს, ზრდი­ლო­ბის და წე­სი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში, თქვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ქო­მა­გუ­რი გად­მო­სა­ხე­დი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვკი­თხუ­ლობ და რე­აქ­ცია არ მაქვს... (ჩემ­თვის გა­სა­გე­ბია, რომ გული გწყდე­ბათ მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე) .

რაც შე­ე­ხე­ბა დამ­ცი­ნავ პოს­ტებს, ლა­შას პი­რად ან მის ოჯა­ხის მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ რეპ­ლი­კებს და მსგავს "კრი­ტი­კას", ვე­რა­ვის ვერ გა­პა­ტი­ებთ, ამი­ტომ, ან თავი შე­ი­კა­ვეთ და წე­სი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში წე­რეთ, ან სა­ნამ დრო გაქვთ, თქვე­ნი ხე­ლით წამ­შა­ლეთ აქე­დან და ცხოვ­რე­ბი­და­ნაც! მად­ლო­ბა!" - წერს ჭინ­ჭა­რა­უ­ლი.

ცნო­ბის­თვის ლაშა ტა­ლა­ხა­ძე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სიის მეშ­ვი­დე ნო­მე­რია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×