რეზონანსი
14.09.2024

მას შემდეგ, რაც ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა საქართველოს პრეზიდენტი გააკრიტიკა, სოციალურ ქსელში მოქალაქეების კომენტარები არ წყდება. საზოგადოების ნაწილი ბექაურს პოზიციას უწონებს, ხოლო ნაწილი გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს:

„რუსული კანონის ტერმინოლოგიით რომ ლაპარაკობს. სირცხვილი შენ!”

“ამის უინტელექტო თავში ჩამახედა. ქოცების სუსის გამხმოვანებლები არიან.რა ჩემი ფეხები წაუკითხია ამან ასეთი განცხადებები აკეთოს”

“დაასრულა ამან კარიერა და უკვე პარლამენტარობისთვის ემზადება?”

“სამარცხინო ბიჭი! მხოლოდ ინტელექტის დეფიციტს ვერ დააბრალებ ამ განაცხადს”

ოლიმპიურმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ ის არ იზიარებს სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და მიიჩნევს, რომ საქართველოს “უფრო ღირსეული პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს.”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×