რეზონანსი
14.09.2024

მსახიობ ზურა ბერიკაშვილი გარდაცვალებას, რომლის  გადარჩენასაც ექიმები რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდნენ, უამრავი ადამიანი ეხმაურება სოციალურ ქსელში და მასთან ერთად გატარებულ დროს იხსენებენ. მომღერალი ნინი შერმადინი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ზურა სცენაზე გასვლის წინ ნერვიულობის დაძლევაში ეხმარებოდა.

„დიდი ხანია ესე ძალიან არაფერი მწყენია... მშვიდობით ზურა, 18 წლის ვიყავი, 2006 წელს იუმორინას 22 კონცერტზე ვმღეროდი, მქონდა ბედნიერება შევხვედროდი ბატონ გივის, კახის, ზურას, გოგა პიპინაშვილს, მზია კვირიკაშვილს, ვახო ტატიშვილს, თემურ წიკლაურს... სცენაზე ვიდექი ბუმბერაზი ვარსკვლავების გვერდით.

ბატონი ჯემალი და გია ბაღაშვილების დღემდე უდიდესი მადლობელი ვარ, რომ გამოვცადე მეც ეს უდიდესი სიამოვნება... არ დამავიწყდება კულისებში როცა ვნერვიულობდი, ზურა მოვიდოდა, რაღაც სასაცილოს მომიყვებოდა, უცებ გამაცინებდა და მაშინვე ქრებოდა ღელვა... მადლობა ზურა... შეხვედრამდე...", - წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×