
55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. იგი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მის მეგობრებს ზურაზე წარსულ დროში საუბარი ძალიან უჭირთ.
„არეული მაქვს გონება, ისე მიჭირს ზურაზე ლაპარაკი...
ახლა მოიყვანეს სახლში... ზურა ყველას უყვარდა და რაღაცნაირად წავიდა. თითქოს ჯერ შეგვაშინა, მერე იმედები მოგვცა, რომ დაბრუნდებოდა, მერე ფიქრში გადაიზარდა ეს ყველაფერი და, საბოლოოდ, წავიდა. თითქოს ნელ-ნელა შეგვაგუა ამ მდგომარეობას. ყოველ 10 დღეში ერთხელ შევდიოდი მასთან და ვნახულობდი. ვიღაცამ მკითხა, არ გიჭირს, რომ შედიხარ და ასეთს ნახულობო, ასე ვუპასუხე, იცი, მე რომ ასე ვიყო, ის აუცილებლად მოვიდოდა და ჩემ გვერდში იქნებოდა-მეთქი. მე ჩემს თავს ვერ მივცემდი იმის უფლებას, რომ ზურა არ მენახა.
ყოველგვარი შელამაზებული სიტყვების გარეშე, ის იყო ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი ადამიანი. თბილი, მოსიყვარულე, კარგი მეგობარი, კარგი ძმა, მამა, ბაბუა და ყველაფერი. 9 თვე ყველაფერს ვადევნებდი თვალს, სამწუხაროდ, საერთოდ ვერ შემოდიოდა კომუნიკაციაში. ძალიან მიჭირს მისი წასვლა“ , - განაცხადა მსახიობმა ონისე ონიანმა.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე