რეზონანსი
18.09.2024

თემქაზე ახალგაზრდა გოგო, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.

თემქის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გარეთ ბავშვების გაშვების ეშინიათ.

„ეს ნესტანი ძალიან აგრესიული რომ გახდა და ყველა გამვლელს რაღაც საფრთხეს უქმნის, არა უშავს? რა შეიძლება რომ მოვიმოქმედო? დღეს სამ ბავშვთან ერთად ვიყავი და ძალიან აგრესიული გამომეკიდა უკან. გამვლელი ადამიანები დამეხმარნენ, მერე მაღაზიაში შემომაკითხა, იქაც დამეხარნენ და გაიყვანეს.

ასე დაცვით და გამცილებლებით უნდა ვიაროთ? სკოლა იწყება და ბავშვს გული უსკდება, მარტო ვერ ვივლიო. რა ხდება ამ სიტუაციაში ვის უნდა მივმართო?"

„სანამ დანაშაული არ მოხდება, არ ექნებათ რეაქცია. ადამიანი საზოგადოებისთვის არის საშიში... 11 წლის ბავშვს კინაღამ გულის გაუსკდა ისე შეაშინა. გაქვავებული იდგა და ვერ ინძრეოდა".

„ძალიან საშიში გახდა, მართლა და ბავშვებს გარეთ გასვლის ეშინიათ".

„მეზობელია, ჩვენ არ გვერჩის, დაეხმარეთ ხურდით, სახელით მიმართეთ და დაგიმახსოვრებთ, შეგეჩევავთ. ახალი გამოსულია და წინა პერიოდებთან შედარებით ბევრად აგრესიულია. კურსები ფასიანია. ასე რომ, თუ არ დააშავებს, ვერ შეაბრუნებენ. ცუდი ადამიანი არ არის, უბრალოდ, მიდგომა უნდა სწორი. ოჯახშიც რთული მდგომარეობა აქვთ", - წერენ კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×