რეზონანსი
20.09.2024

თამუნა მუსერიძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბიოლოგიური მამა იპოვა, მასთან პირველი შეხვედრა გაიხსენა.

"გზაში ვერ ვფიქრობდი ვერაფერზე, კონცენტრირებული ვიყავი, რომ მალე უნდა ჩავსულიყავი.

რომ მივუახლოვდი, დამეწყო გულის ბაგა-ბუგი...უცბად გამახსენდა ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩემზე წერდა, რომ მშობლებს ვღალატობდი.

მაგ დროს ვფიქრობდი, აი ახლა რომ გადავალ მამას ხომ არ ვღალატობთქო.

ერთადერთი რაზედაც მაშინ ვფიქრობდი, იყო ეს შეგრძნება...

სახლს ვერ მივაგენით და დავიწყეთ მეზობლებში კითხვა.

ჩემი საყვარელი ფერი არის სტაფილოსფერი, რაც კი კაბა, ჩანთა გამაჩნია ყველაფერი არის სტაფილოსფერი. რომ ჩავედით, მეზობელს ვკითხე გურგენ ხორავა სად ცხოვრობს მეთქი და აი იქ სტაფილოსფერი სახლი რომ დგას, ის არის გურგენ ხორავასიო.

პირველი რაც ვკითხე იყო ის, თუ რატომ იყო სახლი სტაფილოსფერი და მიპასუხა, რომ სტაფილოსფერი მისი საყვარელი ფერია და თვითონ შეღება სახლი ამ ფერად.

მე ვიცოდი, რომ მყავდა მამა, მაგრამ მან არ იცოდა ბავშვის არსებობა. ეს მისთვის იყო მოულოდნელი და დიდი შოკი, შეიძლება დღემდე ვერ არის ამ მდგომარეობიდან გამოსული," - აღნიშნა თამუნამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×