
ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. ოჯახმა იცოდა, რომ ბექა ჯაიანი მოძალადე იყო და არ მოსწონდათ იგი. ამის გამო კესარია ბევრ რამეს მალავდა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ კესარია აბრამიძემ და ბექა ჯაიანმა ერთმანეთი 2 წლის წინ, სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს. ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ მათი ურთიერთობის შესახებ ოჯახებმა მოგვიანებით გაიგეს. რამდენიმე თვეში მათი ორთიერთობაც დაიძაბა.
კესარია აბრამიძე ბექა ჯაიანს დაახლოებით 5 თვის წინ გაექცა და საზღვარგარეთ წავიდა. აპირებდა დაშორებასაც, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლისთანავე ჯაიანმა ყველანაირი ხერხი იხმარა, რომ შერიგებოდა აბრამიძეს. საბოლოოდ, საქმე სასტიკ ანგარიშსწორებამდე მივიდა.
დაკავებულმა ბექა ჯაიანმა ყველაფერი აღია, "კურიერმა p.s."-მა მოიპოვა ჩვენება, სადაც მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ ეჭვიანობასთან ერთად, მან კესარია აბრამიძეს მისი დედისა და დის მიმართ შეურაცხყოფა არ აპატია და მკვლელობაც ამიტომ დაგეგმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე