რეზონანსი
23.09.2024

თბილისის სასულიერო აკადემია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გარდაიცვალა სასწავლებლის კურსდამთავრებული ალექსანდრე კოპაძე:

„თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სასწავლებლის კურსდამთავრებულის, ალექსანდრე კოპაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს. პანაშვიდი: დღეს, 22 სექტემბერს თბილისის ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში. მისამართი: თბილისი, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა 34ა.

23 სექტემბერს, ორშაბათს, 16.00 საათზე, ახლად შესვენებულ ალექსანდრეს თბილისის ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან გადაასვენებენ ქარელის რაიონის სოფელ დვანში. დაკრძალვა: სამშაბათს, 24 სექტემბერს, 14 საათზე ქარელის რაიონის სოფელ დვანში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.​

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×