
მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს.
კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, მისი პარტნიორი 26 წლის ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს - გამოძიება მას გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. სასამართლომ მას 20 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
"სამწუხაროდ ბევრი რამ მან დამალა, ჩვენათანაც, ეტყობა ამას არ ელოდა. მე ბევრჯერ ვუთხარი, რომ შენ თუ არ იზამ ამას მე გავაკეთებთქო, ვეუბნებოდი, რომ ყველა გიცნობსთქო და სამართალდამცავები ზომებს მიიღებენთქო, მაგრამ პოლიციას რომ მივმართო და გავამჟღავნო ის მე მომკლავსო, ძალიან იყო შეშინებული" - ამბობს იაკობ მამულია, კესარია აბრამიძის მეგობარი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე