
UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ჯეიკ შილდსის YouTube არხის სტუმარი იყო. მან იოსებ სტალინზე ისაუბრა.
„ის ცუდი ადამიანი იყო, ჩვენ არ გვიყვარს ის. საქართველოში დაიბადა, მაგრამ როდესაც ბავშვი იყო, სხვაგან წავიდა საცხოვრებლად.
მან გაანადგურა საქართველო, საშინელი კაცი იყო. როცა მე ამას ვლაპარაკობ, საქართველოში კიდევ არიან ცუდი ადამიანები. რომლებსაც ის მოსწონთ.
სტალინი ხალხს ხოცავდა, ის დიქტატორი იყო და ჩვენ გვძულს ის... გავკარი მას და იმ ადამიანებს, რომლებსაც ის მოსწონთ", - ამბობს მერაბ დვალიშვილი.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას შემდეგ, მეორე ქართველი სპორტსმენია, რომელმაც UFC-ში ჩემპიონობა მოიპოვა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. მან სუპერმსუბუქ წინაში შონ ო მალი დაამარცხა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე