
კლინიკა „ვივამედის" დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერაზე საუბრობს და ამბობს, რომ ახალგაზრდებმა, ვისაც ასაკის გამო მიშას სისასტიკე არ ახსოვს, გაიხსენონ, რეალურად რა შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას" და რა იმალება მათი დაპირებების მიღმა.
„მივცეთ ხმა „ნაცმოძს", დაე გაიხსენონ ახალგაზრდებმა, რომლებიც მაშინ პატარები იყვნენ და არ ახსოვთ, ჩვენ კიდევ გავიმეოროთ, გამეორება ხომ ცოდნის დედაა"- წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში და პოსტს თან ურთავს არქივის ვიდეოს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ დახვრიტონ ყველა ის პატიმარი, ვინც ციხეში ბუნტს შეეცდება.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე დიდი ხანია სწორედ ნინო ნადირაძის კლინიკაში იხდის სასჯელს და მასთან ხშირი საქმიანი შეხება აქვს, ნინო ნადირაძე-კუზანოვა საჯაროდ მაინც არ ერიდება მის გაკრიტიკებას და ყოველთვის ღიად უსვამს ხაზს საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილისა და მისი სასტიკი რეჟიმის მიმართ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე