რეზონანსი
26.09.2024

სასულიერო პირი მამა ლევანი სოციალურ ქსელში აქტუალურ საკითხზე წერს და შემდეგ მიმართვას აქვეყნებს:

"ამ გასაცოდავებულ ქვეყანაში, ნეტა საიდან შემოვიდა სკოლის დამთავრების, ოჯახის შექმნის, აღნიშვნის ეს ძვირად ღირებული რაღაცები? დაამთავრე დაამთავრე, რა ამბავია ამდენი კინო გადაღებები და ბანკეტები სხვადასხვა ადგილებში. ხელის თხოვნაა და წავიდა გადაღება, მორთვა, ამბები. ერთ კვირაში ქორწილი გაქვს, რაღად უნდა ეს ცერემონია? მერე ქორწილში ლიმუზინი, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გადაღება, სხვადასხვა სამოსი და ა.შ. ქორწილის შემდეგ აუცილებლად ფოტოები აქლემზე ან ეიფელთან, ისე გინდა დაქორწინებულხარ გინდა არა. სქესის გაგებისას, იტყვი ცოტნე დადიანი უნდა დაიბადოს, ისევ ხარჯები, მორთვა, გადაღება, ბათქა-ბუთქი, ეგრევე ნევროზიანი იბადება ბავშვი. და სანამ ყველა სერია დამონტაჟდება, ზოგნი უკვე ნაჩხუბარი და გაყრილები არიან. გადამღები იღებს სამი ათასს და მერე "ლინკს" უგზავნის აქედან ჩამოტვირთეთ თორე წაიშლება. ზოგმა არც ეს "ლინკი" იცის რა არის, არც ჩამოტვირთვა და ჩაიარა სამი ათასმა ლარმა. "ფინანსური პრობლემები გვაქვს" - აბა, რა იქნება შე კაი დედმამიშვილო, ელისაბედ მეორესავით გინდა ყველაფერი, რაც გქონდათ დახარჯეთ, მშობლებიც, თუ ვინმე ემიგრანტი გყავთ გაწყდნენ წელში. 

ზოგს ამ კინოების თავი რომ არ აქვს, ცოლი ვეღარ მოუყვანია შიშით, თუ არ მოსდევენ რა ვიცი. ზოგი ბავშვი საერთოდ ვერ მიდის ბანკეტზე და ასე. მე რომ ერთი ფოტო მაქვს ჯვრისწერის, ოთხი შვილი არა მყავს თუ რა... მოკლედ, ეკლესიურად უნდა იცხოვროთ, ლოცვა გონებას ანათებს და თქვენი წარმომავლობის და გონივრულად შეფასებული შესაძლებლობის გენდომებათ ყველაფერი და ნახეთ როგორ დამშვიდდებით. ღმერთი აბედნიერებს ოჯახებს, აქლემები, დრონები და პირამიდები კი არა", - წერს მოძღვარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×