რეზონანსი
03.10.2024

1-ელ ოქტომბერს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ერთმანეთს ორი BMW-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, სამი კი ადგილობრივ კლინიკებში გადაიყვანეს. დაშავებული ბიჭის, სოსო მეფარიშვილის მეგობარი ემოციურ მიმართვას ავრცელებს:

„გმირი დედა ჰყავს!!!!

,,რკინის ლედი” ქ-ნი დარეჯანი… ორი დღეა გაოცებული ვარ ამ ქალის თავდაჭერილობითა და იმ გამოხეთქილი სიმამაცით ფეხზე მყარად დადგომის საშუალებას რომ აძლევს...

წარმოგიდგენიათ, დღეს გოგას ჭირისუფალში იჯდა. ოჯახის ტკივილს იზიარებდა… მისი სულისთვის ლოცულობდა… ცხელ ცრემლებს ღვრიდა თავისთვის… თვალებში გამოტეხილი სევდა ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევდა… დარდიი?.. ტკივილი?..

დამინახა, შემომეხვია და იმედს ვეჭიდებიო, მითხრა...

სოსოს არ აქვს უფლება დანებდეს!!! სახლში დედა ელოდება… დ ე დ ა!” - სოსო მეფარიშვილის მეგობარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×