რეზონანსი
04.10.2024

პარტია „გახარია საქართველოსთვის" წევრი, როინ ქოჩორაშვილი გადაცემა „რეაქციას" სტუმრობდა, სადაც წინასაარჩევნო ვითარებაზე ისაუბრა და მმართველი გუნდის საარჩევნო სტრატეგია შეაფასა. მისი განცხადებით, სახელმწიფო მოხელე, თავისი ცხოვრების წესით, პირველ რიგში, მოქალაქეებისთვის მაგალითი უნდა იყოს.

გადაცემის წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ გიორგი ქოჩორაშვილის მამას პრემიერ-მინისტრის განცხადებაც შეახსენა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრისგან, გიორგი ქოჩორაშვილისგან საჩუქრად მაისური მიიღო.

„სჯობს, ისევ ირაკლი კობახიძეს ჩაეკითხოთ, რა მდგომარეობაში მიიღო და სად მიიღო „ქოჩორას" მაისური საჩუქრად. კარგია, რომ მიიღო საჩუქარი, პრემიერია ქვეყნის და გიორგი კიდევ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია. სჯობს კობახიძისგან გაიგოთ, ჩვენ წერტილი დავსვათ და კობახიძეს ჰკითხეთ", - განაცხადა კითხვის საპასუხოდ როინ ქოჩორაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×