რეზონანსი
08.10.2024

თბილისში, ზაქარაიძის ქუჩაზე, უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის მოზარდი დაიღუპა. არსებული ინფომაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ბავშვი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც დაღმართზე ამოტრიალდა და დაიღუპა.

"ზაქარაიაზე მოხდა ეს ყველაფერი.. მანდ გავდიოდი ზუსტად ეს ამბავი რომ მოხდა. ველოსიპედით მოდიოდა ბავშვი დაღმართზე, ძალიან ჩქარა. სასწრაფომ ვერ უშველა. ერთი 10-15 წთ ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ... ისეთი საშინელი სურათი იყო. ყველანი ვიყავით გამოსულები მანქანიდან და ვტიროდით," - წერს თვითმხილველი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×