რეზონანსი
13.10.2024

ალექსანდრე იგივე ბუკა პეტრიაშვილის მეუღლე ჟურნალისტი ეკა მიშველაძე სოციალურ ქსელში შოთიკო პეტრიაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს. ცნობისთვის, შოთიკო ალექსანდრე პეტრიაშვილისა და ეკა მიშველაძის საერთო შვილი არ არის, წყვილს ორი საერთო ქალიშვილი ჰყავთ:

„ეს ჩემი შოთიკოა, ჩემი საყვარელი ბიჭი. აწ უკვე ჩემი უდიდესი ტკივილი  შენ გენაცვალე ჩემო შო, როგორ მიყვარხარ, როგორ მტკივა გული...“, - წერს ეკა მიშველაძე.

ცნობისთვის, ალექსი პეტრიაშვილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მისი ვაჟი, შოთიკო პეტრიაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×