რეზონანსი
13.10.2024

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, რომელსაც ტრაგიკულად დაეღუპა ვაჟიშვილი, ბუკა პეტრიაშვილის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

,,ბაჩოს ტრაგედიაზე თანაგრძნობის პირველი გზავნილი მივიღე შალვა ნათელაშვილისგან – მანამდე არც ერთი პირადი გადაკვეთა არ გვქონია. პანაშვიდის დროს გვერდიდან არ მომცილდა რუსუდან თევზაძე. მაშინაც და დღესაც – სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკებში ვიყავით და ვართ. მაგრამ ქართველობა და ადამიანობა ყველას გადაგვარჩენს საბოლოო ჯამში. არ ვიცნობ პირადად არც ბუკა პეტრიაშვილს, მასთანაც “ბარიკადების” სხვადასხვა მხარეს ვართ, მაგრამ, ისევე როგორც საკუთარ ტრაგედიას – ისე ვიღებ და ისე ვუთანაგრძნობ. შვილგარდაცვლილ, ვაჟგარდაცვლილ რიგებს კიდევ ერთი ადამიანი შემოგვემატა და ამ ჯვრის ტარება მოგვიწევს აწი ჩვენს ბიჭებთან გარდაუვალ შეხვედრამდე”, - დაწერა დავით ქართველიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×