რეზონანსი
15.10.2024

მსახიობი გიორგი ყიფშიძე ამბობს, რომ რთული პერიოდი უკან მოიტოვა და ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამაგალითო მამა იყოს. მსახიობი, რომელმაც ნარკოდამოკიდებულება დაამარცხა, პირად ურთიერთობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სამომავლოდ დაოჯახებას საერთოდ არ აპირებს.

„მე ვთვლი, რომ პირად ცხოვრებაში გამიმართლა, რადგან ყველა ჯანმრთელი მყავს და გარშემო არანაირი პათოლოგიები არ არსებობს, არც რაიმე დაავადება, არც ფიზიკური და არც ფსიქიკური. ამ კუთხით თუ შევხედავთ, კი ბატონო, ძალიან გამიმართლა. თუ ფინანსურ მხარეს შევხედავთ, არა...

რვა და ათცოლიანი კაცები მინახავს და გამიგია, რომლებსაც არ გამართლებიათ, მაგრამ წარმატებული ხალხი იყვნენ. მაგალითად, მიშა გომიაშვილი, ცნობილი მექალთანე და ცოლების მომყვანი.

ზოგს ცოლი არ მოუყვანია, ზოგს ერთი ჰყავს და ისეთი უბედურია, რომ იმან რომ თავისი ცხოვრება მოგიყვეთ, შეიძლება, გული გაგისკდეთ. რამდენი ცოლი გყავდა ან გყავს, არ განაპირობებს ადამიანის ბედნიერებას ან უბედურებას.

ცოლი არ მყავს და აწი, ალბათ, აღარც მოვიყვან, მაგრამ მე ყველა ჩემს ყოფილ ცოლთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და არ გამიმართლას, ვერ ვიტყვი. უბრალოდ, ჩვენ არასწორ დროს გადავეყარეთ ერთმანეთს და საბოლოო ჯამში, შედეგი ასეთი იყო. თუმცა, შედეგი ბავშვებია, რომლებიც ყველა ჯანმრთელი მყავს და ვგიჟდები მათზე.

აი, ჩემი ყველაზე დიდი წარმატება ცხოვრებაში ესაა, რომ ოთხი შვილი მყავს და ბედნიერი მამა ვარ. შეიძლება, ქმარი არ მქვია, მაგრამ ბედნიერი მამა ნამდვილად ვარ. და, არა მარტო მამა, ლუნასთვის და კოსმოსთვის, მამაც ვარ და დედაც“, - განუცხადა :თბილისელებს" გიორგი ყიფშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×