
კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილ ელენე მეგრელიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას აქვეყნებს მისი მეგობარი, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი:
„ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე. ან დედაშენს რა ვუთხრა, ან მამას რა სიტყვა დავახვედრო?
არც ის ვიცი, უშენოდ როგორ გაგრძელდება, მაგრამ იცოდე, სანამ ვიცოცხლებ, არასდროს დაგივიწყებ“, – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
ვტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ადგილზე გარდაიცვალა ელენე მეგრელიშვილი. არსებული ცნობითვე, მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი, ისინი კლინიკებში გადაიყვანეს, დაშავებულებიდან ერთ-ერთი გერმანიის მოქალაქეა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე