რეზონანსი
15.10.2024

კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილ ელენე მეგრელიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას აქვეყნებს მისი მეგობარი, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი:

„ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე. ან დედაშენს რა ვუთხრა, ან მამას რა სიტყვა დავახვედრო?

არც ის ვიცი, უშენოდ როგორ გაგრძელდება, მაგრამ იცოდე, სანამ ვიცოცხლებ, არასდროს დაგივიწყებ“, – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

ვტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერ­თმა­ნეთს საპირისპირო მიმართულებით მოძ­რა­ვი ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა, რა დროსაც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ელენე მეგრელიშვილი. არსებული ცნობითვე, მძიმედ დაშავდა სამი ადა­მი­ა­ნი, ისინი კლინიკებში გადაიყვანეს, დაშავებულებიდან ერთ-ერთი გერმანიის მოქალაქეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×