რეზონანსი
17.10.2024

ბლოგერი შოთო სიხარულიძე 20 წლის ანდრია ბაუჟაძეზე წერს, რომელიც ქობულეთში 6 თვის ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად ავარიაში მოჰყვა  და ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის.

"არ გარდაცვლილა ანდრია, მას ბათუმში ბაუს კლინიკაში ურთულესი ოპერაციები გაუკეთდა თავზე. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა აპარატზეა შეერთებული, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ თავი აქვს ძალიან დაზიანებული. კისერში და გვერდებში რკინები ჩაუსვეს შაბათ დღეს ელოდებიან ექიმები, თუმცა ჯერჯერობით დამაიდებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ... (მხოლოდ გული მუშაობს)

„საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე ვწერ ასე დეტალურად...“

შეგახსენებთ,  20 წლის ანდრია ბაუჟაძე 6 თვის ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად ავარიაში მოყვა ქობულეთში ნაძვს შეასკდნენ ავტომობილით, სამწუხაროდ ანანო ხურციძე ადგილზევე დაიღუპა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ანდრია გარდაიცვალა რაც სიმართლეს არ შეესაბამება. "შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი" საგანგებო რეჟიმზეა გადასული და ინფორმაციის მიღებისთანავე მოგაწვდით მის ჯანმრთელობაზე ინფორმაციას.

ილოცეთ  ილოცეთ ლოცვა მთებს დაძრავს, სანთელი აანთეთ მის სახელზე", - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×