რეზონანსი
21.10.2024

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ „ტიკტოკზე“ ცნობილ მაკა ქიქავას თავის ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდა. ქალის მდგომარეობა სტაბილურია და ახლა პოსტოპერაციული პერიოდი აქვს გასავლელი. მის მდგომარეობაზე შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს:

„მაკას ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა მდგომარეობა დახვდათ ცუდი (ანევრიზმა აღმოაჩნდა ორ ადგილას თავში). მობილურის გამოყენება, ნერვიულობა და ტვინის გადაღლა მისთვის არ შეიძლება... საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე ვწერ ასე დეტალურად. ცოტა ხნის წინ გაახილა თვალი და მომწერა: შოთო, მგონი გადავურჩი სიკვდილსო... ძალიან ეშინოდა ამ ოპერაციის...

ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის და გამხნევებისთვის! თქვენ მაკას აძლიერებთ!

მნახველებს მასთან არ უშვებენ, ვერც მე მოვახერხე მისი ნახვა. 10 დღე უნდა იწვეს კლინიკაში და დააკვირდნენ ექიმები მის მდგომარეობას.

საერთო ჯამში, ოპერაცია წარმატებით დასრულდა, ძლიერი თავის ტკივილები აქვს და სიარულიც აკრძალული აქვს, ამ ეტაპზე.. რაც შეეხება რეაბილიტაციის პროცესს, უნდა დაველოდოთ მომდევნო რამდენიმე დღე. იმედია, გართულებები არ მოჰყვება ამ ყველაფერს“, - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×