რეზონანსი
23.10.2024

ბლოგერი შოთო სიხარულიძე მიმართვას ავრცელებს:

"სამწუხაროდ, მაკას მეორე გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება თავზე. ის მძიმე მდგომარეობაშია და მეორე დაზიანება აქვს ტვინზე. მალე გადაწყვეტენ ექიმები ოპერაციის თარიღს დავწერ ზუსტ რიცხვს. მეორე ოპერაცია როდესაც ჩაუტარდება, მას შემდეგ დაიწყებს რეაბილიტაციის კურსს და ჯერ-ჯერობით მე ვერ გეტყვით, როდის შეძლებს  დაბრუნებას მაკა ინტერნეტ სივრცეში. პირველმა ოპერაციამ კარგად, გართულებების გარეშე ჩაიარა თუმცა მეორე ოპერაცია მისი სიცოცხლისთვის აუცილებელია. , ვინც მეკითხებით  არც ის ვიცი, შეძლებს თუ არა ტიკტოკის დედოფალი მაკა ქიქავა ტიკტოკ პლატფორმაზე დაბრუნებას.

გადაწყვეტილი ჯერ არაა, მაგრამ შეიძლება საჭირო გახდეს ორმხრივი ტრეპანაცია, ანუ ძვლოვანი ღრუს (თავის ქალის) გაკვეთის ოპერაცია. ყველა დეტალს აუცილებლად გაგაგებინებთ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება  და სხვანაირად არც შეიძლება იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა სახის ოპერაცია დასჭირდება და რას გადაწყვეტენ ექიმები, მეორე ოპერაციის თარიღს აქ დავწერ პირადში ვერ გპასუხობთ ძალიან ბევრნი ხართ.

მაკუ გამაგრდი ყოველთვის იარსებებს იმედი, რომელიც ცხოვრებას გააგრძელებს", - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×