რეზონანსი
24.10.2024

ჟურნალისტმა მაია ასათიანმა ტელეეთერში 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ასეთი ეგზისტენციალური არჩევანი საქართველოს 9 აპრილის შემდეგ არ ჰქონია… ძალიან დათრგუნული ვარ იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რასაც ვუყურე, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი ისაუბრა მედიის თავისუფლებაზე და აგერ მე გახლავართ ნათელი მაგალითი, როგორ ვერ ვიწყებ მუშაობას ტელევიზიებში, რომლებსაც დიდი შემოსავალი აქვთ, არაფერი შეცვლილა, „ოცნების“ მიტინგზე ჩემი გადაცემის ბევრი ყოფილი სტუმარი ვნახე, რომლებიც თავის დროზე, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა დაბლოკილი…

მოგმართავთ თქვენ, შემდეგი არჩევნებისთვის ისევ ძალით რომ არ ჩამოგიყვანონ, არ აქვს მნიშვნელობა რომელმა ხელისუფლებამ, წადით არჩევნებზე აუცილებლად და არ შემოხაზოთ 41… ამ ქვეყნის ბედის ერთი პარტიის ხელში ჩაგდება არ შეიძლება, უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე და ხმა მისცეთ კოალიციურ მთავრობას, იმისთვის, რომ გვქონდეს ქვეყანა“, – განაცხადა მაია ასათიანმა „მთავარი არხის“ ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×