
ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ბარიერგადალახულ 4 ოპოზიციურ პარტიას რეგისტრაციის გაუქმებისკენ მოუწოდებს:
"რადგან ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ: თუ რომელიმე ოპოზიცია ამბობს, რომ არ აღიარებს არჩევნებს და ბოიკოტშია თუ რა ვიცი, რაც არის, ეგრევე უნდა წავიდეს და ჩახსნას სია, გაიუქმოს რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ტყუილად ნუ შეარხევთ ჰაერს თქვენი ლაპარაკით და ჩვენც ნუ დაგვღლით. დიახ, თუ ოთხი ბარიერგადალახული პარტია გაიუქმებს რეგისტრაციას პარლამენტი ვერ შედგება. თუ არ გაიუქმებენ და უბრალოდ იკეკლუცებენ, შევა ქოცი პირველ სხდომაზე, აღიარებს ყველა დანარჩენის უფლებამოსილებას და პარლამენტიც ლეგიტიმურად ჩაითვლება. ჩვენ გამოვალთ ქუჩაში და დაგვარბევს ხარება.
თქვენ აქციებს მორცხვად აქეთ-იქიდან შორიახლო ჩაუვლით თქვენი პარტიული დროშებით. დაიწყება უსაშინლესი ტერორის და გარუსების წლები. მოკლედ, პარლამენტის ბოიკოტირების ხსენებაც კი არ მინდოდა, ისე მწარედ მახსოვს 4 წლის წინანდელი ამბები. მაგრამ, მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ 4 პარტიას შეუძლია ამ უბედურებისგან გადაგვარჩინოს. თუ ამას არ იზამთ და ერთი ადგილის თამაშს დაიწყებთ, თან უკან დასახევ გზებსაც დაიტოვებთ, აქციებზე ნუ დაგვიძახებთ. თქვენი დაძახება არ გვჭირდება, ჩვენ თვითონ შევეცდებით რამე მოვიფიქროთ ამ უბედურებიდან თავის დასაღწევად", – დაწერა ჯანგირაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე