რეზონანსი
30.10.2024

14 ოქტომბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ელენე მეგრელიშვილის დედა, ნინო ერემაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას და ფოტოს აზიარებს.

დედის თქმით, ეს შვილთან მის 26 წლის იუბილეზე გადაღებული ფოტოა, რომელიც სამწუხაროდ ბოლო აღმოჩნდა.

„ჩვენი ბოლო ფოტო, 3.10.24 – ამ დღეს 26 წლის გახდი და სულ 26 ის იქნები“, – წერს ნინო ერემაშვილი.

ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩ­ნა­ძი­ან­ში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერ­თმა­ნეთს საპირისპირო მიმართულებით მოძ­რა­ვი ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა, რა დროსაც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ელენე მეგრელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×