
ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ლევან იოსელიანს პასუხობს და წერს:
"ლევან, როგორც ჩანს ჩვენი ანგარიშების კითხვა დაგეზარათ. 300 000 კაცი კი არ აყალბდებდა, 1 აძლევდა ხმას 100 კაცის ნაცვლად. ომბუდსმენის ინსტიტუტის რეპუტაცია წლების განმავლობაში ადამიანების თავდადებაზე, ღირებულებების ერთგულებაზე და პროფესიულ სინდისზე იდგა და თქვენი თანამშრომლების შრომას მაინც ეცით პატივი. და კი, თქვენი მანდატი ფარავს საარჩევნო უფლებას (კონსტიტუციის 24-ე მუხლი), ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის დაცვა და ზედამხედველობა თქვენი მანდატია და კეთილი ინებეთ, კეთილსინდისიერად განახორციელეთ თქვენი კონსტიტუციური ვალდებულება.
p.s. თქვენთან ერთი განცხადებაც რომ არ არის შემოსული, იმას ნიშნავს, რომ არ გენდობიან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე