რეზონანსი
04.11.2024

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში რუსთაველის გამზირზე დღეს გამართულ აქციას ეხმიანება.

“როგორც გავიგე ხვალ, სპორტის სასახლესთან 14:00 ზე. ჯაფარასგანაც გავიგე რა არის მიზანი, მაგრამ პოლიტიკოსების უმრავლესობამ ვერ გაიგო, რომ აღარავის უნდა გაუმარჯოს ძახილი. ეს ბლა ბლა ბლა. თურმე გაგვიყალბეს და გავიმარჯვებთ. ვიცით!რადგან აქციები დავიწყეთ კარგია.წინასწარ კრიტიკა, ადგილზე, დროზე, არასწორია. კრიტიკა ყველაფრის შეიძლება. მთავარია დავიწყოთ და აღარ გავჩერდეთ,” – წერს ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, პარლამენტის წინ, მოქალაქეებმა 26 ოქტომბრის არჩევნები გააპროტესტეს და ახალი არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს.  ოპოზიციონერმა ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით ბარათაშვილის ხიდისკენ მსვლელობა გამართეს “გამაფრთხილებელი პიკეტირება” მოაწყეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×