რეზონანსი
07.11.2024

„დღეს დაგინახეთ, ბავშვი მიგყავდათ ალბათ ბაღში. დიდი ბოდიში, უკაცრავად, მაგრამ რანაირად გეცვათ? ლოგინიდან ადექით და პირდაპირ ასე წაიყვანეთ ბავშვი? როდესაც ასეთი ცნობილი ადამიანი ხართ, არ გეკადრებათ. რა მაგალითს აძლევთ ახალ თაობას?” – დაუწერეს მსახიობ რუსკა მაყაშვილს სოციალურ ქსელში.

კომენტარის ავტორს მსახიობმა უპასუხა:

„ხედავთ, რა მომწერეს? სად არის აქ ლოგიკა? რა შუაშია საერთოდ, რა მაგალითს ვაძლევ ახალ თაობას, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ… და თუ მაინცდამაინც, ზუსტად ეს ბრჭყვიალა, ძალიან მაგარი ახალი თაობა მაძლევს იმის მაგალითს, რომ მეცვას ის, რაც მინდა, ვაკეთო ის, რაც მინდა, ვიარო იქ, სადაც მინდა და ა.შ. ეს არავის საქმე არ არის, მარტო ჩემი საქმეა…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×