
უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტუალურია მოკრივე ავთანდილ ხურციძისა და UFC-ის ქართველი ჩემპიონის მერაბ დვალიშვილის ონლაინ დაპირისპირების ამბავი.
ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როცა ხურციძემ "ფეისბუქის" გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მერაბზე საუბრობდა. ამჯერად ხურციძე მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ ციხეში სწორედ დვალიშვილის ბრალდებების გამო ჩასვეს. ასევე მისი თქმით, მერაბ დვალიშვილი მისი სახელით თანხებს აგროვებდა.
"მანეთი ფული არ დადო ჩემს მკურნალობაზე. ფულს აგროვებდა, ხურციძეს მკურნალობა უნდაო და უნდა ვუმკურნალოთო. როგორც მაშინ ქნა, როცა დამიჭირეს და ხალხს ამშვიდებდა, ყველაფერი კარგადააო. რა არის კარგად? მე მაგისი ბრალდებებით გამიშვეს ციხეში. შენი ვიდეოები მოიტანეს მტკიცებულებად და სასამართლოშიც იჯექი. ძნელად გასასამართლებელი კაცი ვიყავი, რადგან ფაქტები არ იყო. პროკურორი თავის ილუზიებში იყო პროცესზე და აქედან დვალიშვილი უჭერდა მხარს, გამოდის ინტერვიუებს გაძლევთ მედიას, ყველაფერი მაგრადააო. გვესაჭიროება თანხებიო.
20 ათასი დოლარი აქვს აკრეფილი მაგას... 500 დოლარი ეკლესიიდან გამოუტანია. მხვდებიან ხალხი, ერთმა მითხრა 1000 დოლარი გამოგიგზავნე დვალიშვილის ხელითო, ვიცი რომ არ მოგსვლიაო. მინდა იცოდეთ, ვირთხაა ეგ. ეგ ჩემთან რინგზე არ ამოვა, ვიცი. ნეტა მაგ დღეს მოვესწრებოდე, რადგან მოსამართლემ გამომიცხადა, რომ მათთან მიახლოება არ შეიძლება. ახლა ყველას გეუბნებით, 7-ჯერ არის ეგ კაცი ნასამართლევი.
ყველამ ყველაფერი იცის. ხალხმა მითხრა, ჩვენ გვეგონა 48 კაცი იყავით დაჭერილი და თურმე 2 კაცი ყოფილხართ დაჭერილიო. ყველამ ხელი მოაწერა აღიარებას. მეც შემომთავაზეს, ვითომ რაჟდენ შულაიასი მეშინოდა და ამიტომ ვეხმარებოდიო. აი, ამაზე აქვთ ხელი მოწერილი ყველას.
მერაბი ჩართული იყო ყველაფერში, შემოდიოდა ჩემთან ვიზიტზე, დარიგებებით მირეკავდა. დედაჩემს მაგის დანახვა არ უნდა. დაურეკა დედაჩემს, ავთოს გამოუშვებენო, ვინც ვითანამშრომლეთ ყველა გარეთ ვარო. ყველაფერი იცოდა მაგან, როგორ მაწამებდნენ ციხეში. უნამუსო ბიჭია. როცა იყო დრო, მიწერდა ვიდეოებს, მიყვარხარ ძმაო და მეუბნებოდნენ, მაგას სჭირდები და იმიტომ უყვარხარო" - ამბობს ხურციძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე