
დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას ავრცელებს ბავშვების შესახებ, რომლებსაც ცოტა ხნის წინ დედა გარდაეცვალათ. შეჭირვებული ოჯახის დასახმარებლად ბევრი ადამიანი გაერთიანდა. დედის გარდაცვალების შემდეგ კი არასრულწლოვნების მიმართ საზოგადოების თანადგომა კიდევ უფრო გაიზარდა.
რამდენიმე წუთის წინ დიკამ სოციალურ ქსელში ბავშვების ფოტო გამოაქვეყნა და სასიხარულო ამბავი ამცნო გულშემატკივრებს.
"ბაშვებთან ვიყავი ტელეფონმა რომ დარეკა… მამა რეკავს ციხიდანო გაბრიელმა და… ტელეფონი გამოვართვი
აკანკალებული ხმით ვუთხარი უმძიმესი ამბავი.
- მერე იყო დუმილი და კაცის ქვითინი…
არ ვიცი რა იყო მანამდე, მაგრამ, მივხვდი, საკუთარი შვილების დედის სიკვდილი და შვილების ტკივილი საშინლად ასტკივდა…
ყელში გაჩხერილი ბურთი გადავყლაპე.
ახლა ბავშვებს მშობელი სჭირდებოდათ… რომელიმე მაინც და ამ წამს შემატყობინეს, რომ ბავშვების მამა სასამართლომ გაამართლა და ახლა შვილებთან მიდის. დანარჩენსაც გაგაგებინებთ. ახლა ბავშვების უმთავრესი პრობლემის მოგვარებას ვცდილობ“,- წერს სალაყაია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე