რეზონანსი
09.11.2024

იმი­სათ­ვის, რომ ნო­ემ­ბერ­ში გო­ნივ­რუ­ლად მარ­თოთ თქვე­ნი ფული, მო­გიმ­ზა­დეთ ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი ფი­ნან­სუ­რი გან­ხრით. გა­ი­გეთ ვის შე­უძ­ლია ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის შე­ძე­ნა, ფუ­ლის უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში და­ბან­დე­ბა და ვის მარ­თებს მომ­ჭირ­ნედ ცხოვ­რე­ბა. იხელ­მძღვა­ნე­ლეთ ას­ტრო­ლო­გი­უ­რი რჩე­ვით, რათა მუდ­მი­ვად მო­გე­ბუ­ლი იყოთ:

ვერ­ძი

ნო­ემ­ბერ­ში ფული და სტა­ტუ­სი თქვე­ნი მთა­ვა­რი ია­რა­ღი იქ­ნე­ბა. სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ, სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოთ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე. გექ­ნე­ბათ გუ­ლუხ­ვი და დიდსუ­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის იმი­ჯი. ყვე­ლა­ზე ძუნ­წიც კი შეძ­ლებს გრან­დი­ო­ზუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბის გა­კე­თე­ბას საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. და­ხარ­ჯავთ ფულს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­ზე, მე­უღ­ლე­სა და შვი­ლებს გა­ა­ნე­ბივ­რებთ, გა­ა­ხა­რებთ მე­გობ­რებს, მი­ი­ღებთ სტუმ­რებს, გა­ა­ტა­რებთ დროს კარგ კომ­პა­ნი­ა­ში, რეს­ტო­რან­ში, მო­ა­წყობთ რო­მან­ტი­კულ სა­ღა­მოს და დატ­კბე­ბით კულ­ტუ­რუ­ლი და გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით. ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი­სა და მე­წარ­მე­ე­ბის­თვის ნო­ემ­ბე­რი კარ­გი თვეა რეკ­ლა­მის და ყვე­ლა სა­ხის პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თვის. ეს ხელს შე­უ­წყობს სა­ჭი­რო აუ­დი­ტო­რი­ის მო­ზიდ­ვას, პო­ტენ­ცი­უ­რი კლი­ენ­ტე­ბი­სა და მყიდ­ვე­ლე­ბის წრის გა­ფარ­თო­ე­ბას.

კურო

გა­იზ­რდე­ბა თქვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო­ე­ბი, მათ შო­რის გემ­რი­ე­ლი საკ­ვე­ბი და კომ­ფორ­ტუ­ლი დას­ვე­ნე­ბა. რო­გორც ბიზ­ნეს­მენს შე­გიძ­ლი­ათ მო­გე­ბა გა­ზარ­დოთ, თუ თქვე­ნი შრო­მის პრო­დუქ­ტი ადა­მი­ა­ნებს სი­ა­მოვ­ნე­ბას და მდიდ­რულ დას­ვე­ნე­ბას ჰპირ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, რეს­ტორ­ნე­ბი­სა და სას­ტუმ­რო­ე­ბის ბიზ­ნე­სი, გარ­თო­ბის, მო­დი­სა და სი­ლა­მა­ზის ინ­დუსტრია, სამ­კა­უ­ლე­ბის, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი კოს­მე­ტი­კი­სა და სუ­ნა­მო­ე­ბის გა­ყიდ­ვა. ამ სფე­რო­ებ­ში სა­მუ­შა­ოს ძებ­ნაც ხელ­საყ­რე­ლია.

ნო­ემ­ბე­რი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო თვეა ვაჭ­რო­ბის­თვის. თვის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სა­ქო­ნე­ლი ფუ­ფუ­ნე­ბის ელე­მენ­ტე­ბით: ბრენ­დი­რე­ბუ­ლი ტან­საც­მე­ლი და ფეხ­საც­მე­ლი, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, სამ­კა­უ­ლე­ბი და ბეწ­ვი.

ტყუ­პი

კარ­გი იქ­ნე­ბა შო­რე­ულ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში წას­ვლა, სხვა ქა­ლა­ქებ­სა და ქვეყ­ნებ­ში ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად, საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად და ბიზ­ნე­სის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად. დი­ნა­მი­კუ­რი მოქ­მე­დე­ბა მრა­ვა­ლი კონ­ტაქ­ტი­თა და მოგ­ზა­უ­რო­ბით უფრო მეტ მო­გე­ბას მო­ი­ტანს, ვიდ­რე ოფი­სის ოთხ კე­დელ­ში მუ­შა­ო­ბა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნდა მი­ი­ღოთ სწრა­ფად და გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის, და­გეგ­მი­ლი შეს­ყიდ­ვე­ბი­სა და დო­კუ­მენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის გა­და­დე­ბა. მომ­გე­ბი­ან შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი არ თქვათ.

კირჩხი­ბი

ხელ­საყ­რე­ლია გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­ბან­კო დე­პო­ზი­ტე­ბის გახ­სნა, ქო­ნე­ბი­სა და დე­პო­ზი­ტე­ბის და­ზღვე­ვა, თბი­ლი, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ტან­საც­მლის, რბი­ლი ავე­ჯის, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კი­სა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა, და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცია და ფა­სი­ა­ნი კლი­ნი­კე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბა. სწორ და ერ­თგულ ადა­მი­ა­ნებ­თან დამ­ყა­რე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბი და ურ­თი­ერ­თსიმ­პა­თია გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, მე­წარ­მე­ებს მო­გი­წევთ კავ­ში­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ან სა­ერ­თო ენის მო­ძი­ე­ბა ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. იყა­ვით კარგ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში მათ­თან, ვის­ზეც თქვე­ნი კა­რი­ე­რა, წა­ხა­ლი­სე­ბა და ჯილ­დო­ე­ბია და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ლომი

შე­გიძ­ლი­ათ მო­ი­თხო­ვოთ უფრო მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი, გა­ნა­ცხა­დოთ უფრო მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე პრე­ტენ­ზია და აი­ღოთ უფრო ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბი. იმის­თვის, რომ ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყროთ, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში, მზად იქ­ნე­ბით ბევ­რის გა­სა­კე­თებ­ლად. თქვე­ნი გარ­დე­რო­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­ივ­სოს დახ­ვე­წი­ლი ნივ­თე­ბით. ზო­გი­ერ­თი იშ­ვი­ათ გუ­ლუხ­ვო­ბას გა­მო­ი­ჩენთ საყ­ვარ­ლე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის მი­მართ და გა­ნე­ბივ­რებთ მათ ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბით!

ქალ­წუ­ლი

ფული ნო­ემ­ბერ­ში სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სა თუ გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. შე­გიძ­ლი­ათ ფუ­ლის და­ხარ­ჯვა გა­და­ად­გი­ლე­ბა­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე, ინ­ვეს­ტი­რე­ბა ბიზ­ნეს­ში, გა­ნათ­ლე­ბა­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ში. თვე ხელ­საყ­რე­ლია მან­ქა­ნე­ბი­სა და სხვა დიდი მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის­თვი­საც.

ნო­ემ­ბერ­ში კარ­გია მივ­ლი­ნე­ბა­ში წას­ვლა, მო­გე­ბის ძი­ე­ბა სახ­ლი­დან მო­შო­რე­ბით, დის­ტან­ცი­უ­რი სა­მუ­შა­ოს მი­ღე­ბა, კონ­ტრაქ­ტის და­დე­ბა უცხო­ელ ან ქა­ლაქ­გა­რე პარტნი­ორ­თან. პერ­სპექ­ტი­უ­ლია შე­თა­ვა­ზე­ბა ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დეს შო­რი­დან ან ინ­ტერ­ნეტ­ში.

სას­წო­რი

პა­სი­უ­რო­ბა და სი­ზარ­მა­ცე თქვე­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის მტრე­ბი იქ­ნე­ბი­ან. სა­მუ­შა­ოს და შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­რო­ე­ბის ძი­ე­ბა ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა. თვის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი კარ­გია გა­რი­გე­ბე­ბის, გა­ყიდ­ვე­ბი­სა და მარ­კე­ტინ­გის­თვის. იყა­ვით მოქ­ნი­ლი, რომ პო­ტენ­ცი­უ­რი პარტნი­ო­რე­ბი, სა­სარ­გებ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი, კლი­ენ­ტე­ბი და მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ბოლო მო­მენ­ტში არ გაქ­რნენ.

12 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი წარ­მა­ტე­ბა დიდ­წი­ლად იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თქვენს წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა­ზე და ფი­ნან­სუ­რი რის­კე­ბის არარ­სე­ბო­ბა­ზე.

მო­რი­ე­ლი

ნო­ემ­ბე­რი შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვი პე­რი­ო­დია თქვენ­თვის; ნე­ბის­მი­ე­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბა ქრე­ბა. თვე თქვენს ნი­შან­ში ახალმთვა­რე­ო­ბით და­ი­წყე­ბა, რაც ხელ­საყ­რე­ლია სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბის­თვის, მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. ფი­ნან­სე­ბი თქვე­ნი შთა­გო­ნე­ბი­სა და სი­ხა­რუ­ლის წყა­რო უნდა იყოს. შე­ნახ­ვა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. აქ­ტუ­ა­ლუ­რია ახა­ლი წლის­თვის მზა­დე­ბაც. სა­ჩუქ­რე­ბის წი­ნას­წარ შე­ძე­ნით თავს და­აღ­წევთ წი­ნა­სა­დღე­სას­წა­უ­ლო უსი­ა­მოვ­ნებს. სი­ურპრი­ზე­ბი თა­ვა­დაც გა­გა­ხა­რებთ. მო­სა­ლოდ­ნე­ლია მო­უ­ლოდ­ნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­იწ­ვევს პო­ზი­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბის ფე­ი­ერ­ვერ­კებს: ჯილ­დო­ებს, სა­ჩუქ­რებს, ბო­ნუ­სებს, შეს­ყიდ­ვებ­ზე - ფას­დაკ­ლე­ბებს, მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში - კომ­პრო­მი­სებს და ტრან­ზაქ­ცი­ებ­ში - დათ­მო­ბებს.

მშვილ­დო­სა­ნი

მერ­კუ­რი ახლა თქვენს ნი­შან­შია; აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბით საქ­მი­ან ცხოვ­რე­ბა­ში და ბიზ­ნეს­ში. სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ზა­რე­ბი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი, დო­კუ­მენ­ტა­ცია და კონ­ტრაქ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბა. თუ კე­თილ­დღე­ო­ბის მიღ­წე­ვა გსურთ, სი­ზარ­მა­ცე და აპა­თია უნდა და­ი­ვი­წყოთ. გაქვთ კარ­გი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის შან­სი. გა­იზ­რდე­ბა ოჯა­ხუ­რი და სხვა ხარ­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან ან საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­ზე ზრუნ­ვას­თან. მარ­ტო­ხე­ლა მშვილ­დო­სა­ნი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი შეძ­ლებთ უფრო მდი­და­რი საქმროს პოვ­ნას!

თხის რქა

ნო­ემ­ბე­რი მა­ტე­რი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში სარ­გებ­ლის მო­ლო­დი­ნის თვეა. მი­წი­ე­რი სი­ხა­რუ­ლის სა­ბო­ლოო მი­ზეზს ვე­ნე­რა მო­გი­ტანთ, რო­მე­ლიც 11 ნო­ემ­ბრი­დან თქვენს ნი­შან­ში გად­მო­დის. ამ ას­ტრო­ლო­გი­ურ­მა მოვ­ლე­ნამ რო­გორ­მე უნდა აა­ნა­ზღა­უ­როს წინა პე­რი­ო­დე­ბის და­ნა­კარ­გე­ბი, მა­გა­ლი­თად, მი­ი­ღებთ დიდი ხნის ნა­ნატ­რი ფუ­ლის და­რი­ცხვას, გა­იზ­რდე­ბა თქვე­ნი ბი­უ­ჯე­ტი, და­დებთ დიდ გა­რი­გე­ბას. გა­იზ­რდე­ბა მო­გე­ბა ვაჭ­რო­ბა­სა და ბიზ­ნეს­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა, და­ნა­ზო­გის ნა­წი­ლი კარგ საქ­მე­ებ­ში და­ხარ­ჯოთ. მი­ი­ღებთ უსას­ყიდ­ლო მა­ტე­რი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას ან სეს­ხებს და კრე­დი­ტებს უფრო ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბით.

მერ­წყუ­ლი

ფი­ნან­სე­ბი თქვენს სან­დო­ო­ბა­სა და სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით შე­სამ­ჩნე­ვი იქ­ნე­ბა სხვე­ბის­თვის. ხალ­ხი და­გა­ფა­სებთ. დამ­საქ­მებ­ლე­ბი მზად იქ­ნე­ბი­ან და­გი­ქი­რა­ონ, და­გა­ჯილ­დო­ონ და და­გა­წი­ნა­უ­რონ. ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბი შე­ეც­დე­ბი­ან თქვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. ეს აგ­რეთ­ვე არის ახა­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის გა­ჩე­ნის პე­რი­ო­დი კლი­ენ­ტებ­სა და მომ­ხმა­რებ­ლებს შო­რის, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ­ში გახ­დე­ბი­ან მუდ­მი­ვი.

ნო­ემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, შე­იძ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ რა­ი­მე სა­ხის შე­მოწ­მე­ბა, არ­გუ­მენ­ტე­ბის, ფაქ­ტე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დგე­ნა. მა­გა­ლი­თად, დე­ტა­ლუ­რი ან­გა­რი­ში, სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ბიზ­ნეს გეგ­მა, წარ­ჩი­ნე­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტი, სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის დიპ­ლო­მე­ბი და სხვა.

თევ­ზე­ბი

ფან­ტა­ზი­ებ­სა და აბ­სტრაქ­ტულ სა­კი­თხებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იდე­ე­ბი არა­პერ­სპექ­ტი­უ­ლი და წამ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა, გან­სხვა­ვე­ბით ყვე­ლა­ზე წინ­და­ხე­დუ­ლი, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და მი­წი­ე­რი წა­მო­წყე­ბე­ბის­გან. შე­მო­სა­ვა­ლიც უფრო პრაქ­ტი­კუ­ლი, მი­წი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან და პრო­ფე­სი­ე­ბი­დან იქ­ნე­ბა.

12 ნო­ემ­ბრი­დან იუ­რის­ტი, ეკო­ნო­მის­ტი და სა­ინ­ჟინ­რო სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის მქო­ნე­ებ­ზე მო­თხოვ­ნა გა­იზ­რდე­ბა. დო­კუ­მენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა, მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რე­ბი, სა­წარ­მოო ბიზ­ნე­სი, მშე­ნებ­ლო­ბა, რე­მონ­ტი აღ­მარ­თზე წავა. ეს სფე­რო­ე­ბი ასე­ვე ხელ­საყ­რე­ლია მე­წარ­მე­ე­ბის­თვის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­თვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×